სტივ უიტკოფი - დარწმუნებული ვარ, რომ ისრაელში ყველა მძევალი დაბრუნდება, „ჰამასი“ ერთმნიშვნელოვნად უნდა განიარაღდეს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ თითოეული ისრაელელი მძევლის ცხედარი ისრაელში დაბრუნდება და ამასთან, აუცილებელია, „ჰამასი“ ერთმნიშვნელოვნად განიარაღდეს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ცხედრების დაბრუნების პროცესს იქამდე, ვიდრე ისინი სახლში არ დააბრუნებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა სახლში დაბრუნდება“, – განაცხადა უიტკოფმა ვაშინგტონში, აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალურ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე.
ამასთან, უიტკოფმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მნიშვნელოვან როლს გასულ კვირას ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში, რომლის შედეგადაც ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევალი გათავისუფლდა.
„პრეზიდენტი ტრამპს ესმის ის, რასაც ლიდერების უმეტესობა ივიწყებს, რომ მორალური სიცხადე ძალის გარეშე არაფერს ნიშნავს და სწორედ რწმენისა და ძალაუფლების ამ კომბინაციამ გადაარჩინა სიცოცხლე“, – განაცხადა მან.