რუსული მედიის ცნობით, სტივ უიტკოფმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კონფლიქტი და ირანში არსებული ვითარება განიხილეს
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კონფლიქტი და ირანში არსებული ვითარება განიხილეს.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი დაინტერესდა ოსლოში გამართული შეხვედრის შედეგებით, რომელიც სტივ უიტკოფს, უკრაინის პრეზიდენტს, ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებს შორის შედგა. სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტს აცნობა, რომ შეხვედრა პროდუქტიული იყო და გააცნო დოკუმენტები, სადაც სამშვიდობო პროცესის მიმართ მიდგომებია წარმოდგენილი. ამასთან, შეხვედრაზე უიტკოფმა იმედი გამოთქვა, რომ ვლადიმერ პუტინი განიხილავს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების საკითხს, სადაც შესაძლებელი იქნება ტექნიკური საკითხებზე დისკუსიები.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ტრამპი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უკრაინაში კრიზისის დარეგულირებას, პირველ რიგში კი, ჰუმანიტარული თვალსაზრისით. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სთან თანამშრომლობის კუთხით, მოსკოვი მზად არის განიხილოს ეკონომიკური პროექტები. მათ შორის, ამერიკულ ბაზარზე რუსული სასუქის დიდი რაოდენობით შეტანის საკითხი. პუტინის თქმით, დიზელის შესახებ შეთანხმების წყალობით, მსოფლიო ბაზარზე ფასებმა 5-6%-ით დაიწია.
პუტინის თქმით, ის ასევე დაინტერესებულია ირანის კრიზისის გარშემო არსებული ვითარების შეფასებით და რომ მოსკოვი მზად არის კონფლიქტის გადაჭრაში დახმარება გაუწიოს აშშ-ს.