სტივ უიტკოფის, ჯარედ კუშნერისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა
სტივ უიტკოფის, ჯარედ კუშნერისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მხარეებს შორის შეხვედრა თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა.

შეხვედრის მონაწილეებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, რა შეთანხმებას მიაღწიეს სამშვიდობო გეგმის პირობებთან დაკავშირებით.

აშშ-ის მიერ წარდგენილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მოსალაპარაკებლად თავდაპირველად ერთმანეთს აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები ჟენევაში შეხვდნენ. როგორც მედიისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, გეგმაში ცვლილებები შევიდა და ის 19 პუნქტამდე შემცირდა. აშშ-უკრაინის მოლაპარაკება 30 ნოემბერს ფლორიდაში გაგრძელდა, თუმცა რა წერია შეთანხმებულ სამშვიდობო გეგმაში, ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის.