სტივ უიტკოფი - ვაშინგტონისთვის ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა დაუშვებელი წითელი ხაზია
სტივ უიტკოფი - ვაშინგტონისთვის ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა დაუშვებელი წითელი ხაზია

ვაშინგტონისთვის ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა დაუშვებელი წითელი ხაზია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ „ბირთვული შეთანხმების“ დადებას და არის თუ არა ასეთ შემთხვევაში „წითელი ხაზი“ ის, რომ ირანელები ისევ ცდილობდნენ ურანის გამდიდრებას, უიტკოფმა უპასუხა, რომ ეს აშშ-ისთვის წითელი ხაზია.

„ეს, უდავოდ, წითელი ხაზია. დიახ. ეს ყოველთვის იყო წითელი ხაზი. გამდიდრება არის წითელი ხაზი, ხოლო გამდიდრების მიღმა – წითელი ხაზი არის იარაღის შექმნა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იარაღის შექმნას“, – აღნიშნა უიტკოფმა.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ასეთი განვითარება რეგიონში დესტაბილიზებას გამოიწვევს.

„მაშინ ყველას დასჭირდება ბომბი, ხოლო ჩვენ ამას უბრალოდ ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა უიტკოფმა.