სტივ უიტკოფი – უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მიაწვდიან ინფორმაციას ლიდერებს და გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმების მისაღწევად

09:26, 18.02.2026
FILE - U.S. Middle East envoy Steve Witkoff attends and interview after participating in a meeting with U.S. Secretary of State Marco Rubio, U.S. national aecurity adviser Mike Waltz, Russian Foreign Minister Sergei Lavrov and Russian President Vladimir Putin's foreign policy advisor Yuri Ushakov, at Diriyah Palace, in Riyadh, Saudi Arabia, Feb. 18, 2025. (Evelyn Hockstein/Pool Photo via AP)

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ „მნიშვნელოვანი პროგრესის“ შესახებ განაცხადა.

სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების პირველი დღის შესახებ ინფორმაციას თავიანთი ქვეყნების ლიდერებს გააცნობენ და შეთანხმების მისაღწევად მუშაობას განაახლებენ.

უიტკოფმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიას შეხვედრების მასპინძლობისთვის.

„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, შეერთებული შტატების შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. პრეზიდენტ ტრამპის წარმატებამ ამ ომის ორივე მხარის ერთად შეკრებაში მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა და ვამაყობთ, რომ მისი ხელმძღვანელობით ვმუშაობთ ამ საშინელ კონფლიქტში მკვლელობების შესაჩერებლად. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მიაწვდიან ინფორმაციას შესაბამის ლიდერებს და გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმების მისაღწევად“, – წერს უიტკოფი.

მსგავსი