სტივ უიტკოფი - ტრამპი წარმატებით აგვარებს სხვადასხვა საკითხს, რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ ვხედავთ ნიშნებს, რომ ორივე მხარე დაიღალა, იმედი მაქვს, გარდამტეხი მომენტის დასაწყისში ვართ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, იმედი აქვს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გადასაჭრელად გარდამტეხი მომენტი ახლოვდება.
სტივ უიტკოფმა დაადასტურა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები მომავალი კვირისთვის გადაიდება. მისი თქმით, ეს ომი უნდა დასრულდეს.
„პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით აგვარებს სხვადასხვა საკითხს. ამ კონკრეტულ ვითარებაში, როგორც მან უკვე თქვა, ამას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ეგონა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ ორივე მხარე უკვე დაიღალა და იმედი მაქვს, გარდამტეხი მომენტის დასაწყისში ვართ“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.