სტივ უიტკოფი თელ ავივში ისრაელელი ტყვეების ოჯახებს ხვდება
სტივ უიტკოფი თელ ავივში ისრაელელი ტყვეების ოჯახებს ხვდება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი თელ ავივში ისრაელელი ტყვეების ოჯახებს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე მიმდებარე ტერიტორია ტყვეთა ოჯახების წევრებმა მავთულხლართებით შემოსაზღვრეს, რათა დარჩენილი ტყვეების მძიმე მდგომარეობისთვის ხაზი გაესვათ.

მანამდე სტივ უიტკოფი ღაზის სექტორში იმყოფებოდა. მან მოსახლეობისთვის საკვების განაწილების ცენტრები დაათვალიერა. მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა შესანიშნავი შეხვედრები გამართა ღაზაში.