სტივ უიტკოფი - რაც „ჰამასისგან“ ვიხილე, სრულიად მიუღებელია, შეთანხმება მოლაპარაკებების მაგიდაზეა და „ჰამასმა“ ის უნდა მიიღოს
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უარყოფს ინფორმაციას, რომ „ჰამასმა“ მიიღო მის მიერ შეთავაზებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„რაც „ჰამასისგან“ ვიხილე, სამწუხაროა და სრულიად მიუღებელი“, – აღნიშნა უიტკოფმა გამოცემა „აქსიოსთან“ საუბრისას.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელი მზადაა ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, მძევლების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება და დაიწყება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისთვის.
„ეს შეთანხმება მოლაპარაკებების მაგიდაზეა. „ჰამასმა“ ის უნდა მიიღოს“, – აცხადებს ვიტკოფი.
ცნობისთვის, მანამდე „როიტერმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასი“ ეთანხმება აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.