სტივ უიტკოფი – კირილ დმიტრიევთან შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მუშაობს, მადლიერი ვართ პრეზიდენტის ლიდერობისთვის მშვიდობის მისაღწევად
აშშ-ის მომლაპარაკებელი სტივ უიტკოფი რუსეთის წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრები გამართა, როგორც აშშ-ის შუამავლობის ძალისხმევის ნაწილი, უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით.
„ამერიკის დელეგაციაში შედიოდნენ სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუნბაუმი. ეს შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მუშაობს და მადლიერი ვართ პრეზიდენტის კრიტიკული ლიდერობისთვის მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს სტივ უიტკოფი.
Today in Florida, the Russian Special Envoy Kirill Dmitriev held productive and constructive meetings as part of the U.S. mediation effort toward advancing a peaceful resolution of the Ukrainian conflict.
The American delegation included Special Envoy Steve Witkoff, Secretary of…
— Special Envoy Steve Witkoff (@SEPeaceMissions) January 31, 2026