სტივ უიტკოფი - ისრაელელთა უმრავლესობა მძევლების სახლში დაბრუნებას ითხოვს, ღაზის მოსახლეობის უმრავლესობაც ტყვეების დაბრუნებას ითხოვს, არ არსებობს გამარჯვება ყველას სახლში დაბრუნების გარეშე
სტივ უიტკოფი - ისრაელელთა უმრავლესობა მძევლების სახლში დაბრუნებას ითხოვს, ღაზის მოსახლეობის უმრავლესობაც ტყვეების დაბრუნებას ითხოვს, არ არსებობს გამარჯვება ყველას სახლში დაბრუნების გარეშე

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ისრაელელი მძევლების ოჯახებს განუცხადა, რომ როგორც ისრაელის, ასევე ღაზის მცხოვრებლებიც ითხოვენ ტყვეების დაბრუნებას.

სტივ უიტკოფის თქმით, მოლაპარაკებები ახლა უნდა იყოს ფოკუსირებული ომის დასრულებასა და მძევლების სახლში დაბრუნებაზე

„ისრაელელთა უმრავლესობა მძევლების სახლში დაბრუნებას ითხოვს. ღაზის მოსახლეობის უმრავლესობაც ტყვეების დაბრუნებას ითხოვს. არ არსებობს გამარჯვება ყველას სახლში დაბრუნების გარეშე. თქვენ, ყველანი ჩემი ოჯახის ნაწილი გახდით“, – აღნიშნა უიტკოფმა მძევლების ოჯახებთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი თელ ავივში ისრაელელი ტყვეების ოჯახებს შეხვდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეხვედრა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.