სტივ უიტკოფი გაერთიანებულ სამეფოს მადლობას უხდის ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაში გაწეული დახმარებისთვის – „აღსანიშნავია ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის დაუღალავი ძალისხმევა“
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გაერთიანებულ სამეფოს ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.
როგორც უიტკოფი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონათან პაუელის „წარმოუდგენელი წვლილი და დაუღალავი ძალისხმევა“.
„მსურს, აღვნიშნო გაერთიანებული სამეფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ისრაელში ამ ისტორიულ დღემდე მიმავალ ძალისხმევაში დახმარებასა და კოორდინაციაში. კერძოდ, მინდა, აღვნიშნო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონათან პაუელის წარმოუდგენელი წვლილი და დაუღალავი ძალისხმევა“, – წერს ის.
ცნობისთვის, ისრაელის მხარე „ჰამასის“ მიერ შვიდი მძევლის გადაცემას ადასტურებს.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განმარტეს, პროცესი ორ ეტაპად დაიყოფა და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. თავდაპირველად მძევლები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს გადაეცემათ, შემდეგ კი მათ ისრაელში გადაიყვანენ.
I would like to acknowledge the vital role of the United Kingdom in assisting and coordinating efforts that have led us to this historic day in Israel. In particular, I want to recognize the incredible input and tireless efforts of National Security Advisor Jonathan Powell.
— Special Envoy Steve Witkoff (@SEPeaceMissions) October 13, 2025