სტივ უიტკოფი - დროა, ირანელებთან ერთად დავსხდეთ და მივაღწიოთ ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას
სტივ უიტკოფი - დროა, ირანელებთან ერთად დავსხდეთ და მივაღწიოთ ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ აშშ-მა და ირანმა თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე დაიწყეს საუბარი.

სტივ უიტკოფის თქმით, აშშ და ირანი ჩართულნი არიან დიალოგის პროცესში და შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე მუშაობენ.

„საუბრები იმედის მომცემია. ჩვენ იმედიანად ვართ. დროა, ირანელებთან ერთად დავსხდეთ და მივაღწიოთ ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას“, – აღნიშნა სტივ უიტკოფმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას.