სტივ უიტკოფი – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ღაზაში ომის შეწყვეტისა და მძევლების დაბრუნების გეგმა აქვს

11:24, 03.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ღაზაში ომის შეწყვეტისა და მძევლების დაბრუნების გეგმა აქვს.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ შევწყვიტოთ ომი და დავაბრუნოთ ყველა სახლში“, – აღნიშნა სტივ უიტკოფმა.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოთქვა იმედი, რომ ომი მალე დასრულდება.

როგორც უიტკოფმა განმარტა, ამერიკის პრეზიდენტისთვის მძევლების გათავისუფლება მთავარი ამოცანაა.

მსგავსი