სტივ უიტკოფი დოჰაში მიემგზავრება, სადაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტემი ბრიუსმა აღნიშნა, რომ უიტკოფი დოჰაში ჩავა, სადაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამჟამად მედიატორები „ჰამასისგან“ პასუხს ელოდებიან ისრაელის განახლებულ წინადადებაზე ისრაელის თავდაცვის ძალების ღაზაში განლაგების შესახებ 60-დღიანი ზავის პერიოდში.
ბრიუსმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ახალი ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას ღაზაში დახმარების უსაფრთხოდ მიწოდებისთვის.