სტივ უიტკოფი და მარკო რუბიო უკრაინაში ომის საკითხზე დღეს პარიზში ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავენ

10:08, 17.04.2025

დღეს პარიზში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინაში ომის დასრულების მცდელობების განსახილველად. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

უიტკოფი და რუბიო შეხვდებიან საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და მის გუნდს. შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამართავს მოლაპარაკებებს ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ კოლეგებთან. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში. ამასთან, უიტკოფი წარადგენს ანგარიშს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შესახებ.

მსგავსი