სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს საღამოს ისრაელში გაემგზავრებიან
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს საღამოს ისრაელში გაემგზავრებიან

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს საღამოს ისრაელში გაემგზავრებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მანამდე ეგვიპტეში იმყოფებოდნენ, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, მათ „უზარმაზარი დახმარება“ გასწიეს.