სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შეთანხმდა და მასში ევროპელებიც მიიღებენ მონაწილეობას

20:38, 12.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შეთანხმდა.

სტივ უიტკოფის მტკიცებით, შემდეგ რაუნდში ევროპელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„ვფიქრობ, პროგრესი მიღწეულია. ვფიქრობ, ეს დღეს უფრო ადრე მოხდა. ხალხს არ ეგონა, რომ სამმხრივ ფორმატს განვაახლებდით. ჩვენ ის განვაახლეთ და ახალი შეხვედრაც დავგეგმეთ. სწორედ ამის ნახვა სურს პრეზიდენტ ტრამპს. ისინი (ევროპელები) ჩვენი პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩართულნი იყვნენ“, – განუცხადა უიტკოფმა „სიენენის“ ჟურნალისტს, ფრედერიკ პლეიტგენს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში.

თავის მხრივ ჯარედ კუშნერმა აღნიშნა, რომ მოსკოვში დეტალური საუბარი გაიმართა ყველა საკითხზე.

„ვფიქრობ, მთლიანობაში, ყველა საკითხთან დაკავშირებით ძალიან ამომწურავი და დეტალური განხილვები გვქონდა. იმედი მაქვს, ეს მომავალ მრავალმხრივ დისკუსიებსაც წაადგება“, – განაცხადა კუშნერმა.

მსგავსი