სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში კარგი ახალი ამბავია მოსალოდნელი
FILE - U.S. Middle East envoy Steve Witkoff attends and interview after participating in a meeting with U.S. Secretary of State Marco Rubio, U.S. national aecurity adviser Mike Waltz, Russian Foreign Minister Sergei Lavrov and Russian President Vladimir Putin's foreign policy advisor Yuri Ushakov, at Diriyah Palace, in Riyadh, Saudi Arabia, Feb. 18, 2025. (Evelyn Hockstein/Pool Photo via AP)
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში კარგი ახალი ამბავია მოსალოდნელი. როგორც „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა, მან და ჯარედ კუშნერმა ორივე მხარეს წარუდგინეს რამდენიმე წინადადება და უახლოეს სამ კვირაში მოსალოდნელია, რომ შედგეს შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის სამიტით დასრულდეს.
უიტკოფი არ გამორიცხავს, რომ ასეთი სამიტის გამართვის შემთხვევაში მას დონალდ ტრამპიც დაესწროს.
„ეს სულელური ომია. ისინი იბრძვიან და კამათობენ ტერიტორიებისთვის. ყველა ისვრის ამ სიტყვას – ღირსება, მაგრამ რას ნიშნავს ეს, რა გაძლევთ ღირსებას, თუკი ამდენი ადამიანი იხოცება?! ვფიქრობ, ორივე მხარის ერთად თავმოყრამ დადებითი გავლენა იქონია. მათ თითქოს არ სურთ ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ, არ მგონია, სურდეთ. ვფიქრობ, ლიდერთა დონეზე მათთვის რთულია, ბოლომდე მიიყვანონ შეთანხმება. ჯარედმა და მე მხარეებს რამდენიმე წინადადება წარვუდგინეთ, რაც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში შეკრების შესაძლებლობას მისცემს და შესაძლოა, ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს შორის სამიტამდეც მიგვიყვანოს, რომელსაც შეიძლება, პრეზიდენტი ტრამპიც შეუერთდეს. უნდა ვთქვათ, რომ ის არ მოისურვებს შეხვედრაზე მისვლას, თუ არ იგრძნობს, რომ შეუძლია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და საუკეთესო შედეგის მიღება. თქვენ იცით, რომ მას ამის გაკეთების უნიკალური უნარი აქვს. იმედია, უახლოეს კვირებში კარგ ამბებს გაიგებთ“, – განაცხადა უიტკოფმა.