სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო
სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განხილული იყო და გამოიყო 4 მილიონ 800 ათასი ლარი იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს რეგიონებია დუშეთი, ცაგერი, ლენტეხი, მცხეთა, ლანჩხუთი და თიანეთი.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დუშეთისთვის, ცაგერისთვის და ლენტეხისთვის თითო მილიონი გამოიყო, მცხეთისთის 800 ათასი, ლანჩხუთისთვის 600 ათასი, თიანეთისთვის კი, 400 ათასი ლარი.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო პერიოდში მომხდარი სტიქიების შემდეგ სხვადასხვა რაიონში ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

„ეს არის სტიქიები სამეგრელოში, მარტვილის რაიონში, სენაკის რაიონში და ჭუბერში. ყველგან არის პირველადი დიდი სამუშაოები გაკეთებული – მდინარის კალაპოტში მოქცევა, დროებითი ხიდები, მაგრამ მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.