სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 30 ოჯახისთვის აჭარის მთავრობა 308 518 ლარს გამოყოფს
სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 30 ოჯახისთვის აჭარის მთავრობა 308 518 ლარს გამოყოფს

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს.

გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სამთავრობო კომისიის წევრების რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

თანხა გაიცემა ქალაქ ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ ოჯახებზე.

  • ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 17 ოჯახს გამოეყოფა – 118 518 ლარი;
  • ქალაქ ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ რვა ოჯახს – 20 000 ლარი;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ერთ ოჯახს გამოეყოფა – 10 000 ლარი;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ ოთხ ოჯახს – 60 000 ლარი.

2020 წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 1 725 780 ლარი.