სტიქიის ზონაში დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ჩავლენ და მოსახლეობას შეხვდებიან
სტიქიის ზონაში დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ჩავლენ და მოსახლეობას შეხვდებიან

დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები სოფელ გლოლაში ჩავლენ და მოსახლეობას სააგენტოს მიერ მომზადებულ პირველად დასკვნას წარუდგენენ.

მოგვიანებით გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობის კითხვებს უპასუხებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად შოვში ასევე შეხვედრას გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების პირები.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 26 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, შვიდი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.