სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აღდგა
სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აღდგა

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა ცენტრალური საავტომობილო გზა წაიღო, მოძრაობა დროებით აღდგა.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, ავტომობილების კოლონას გაატარებენ და გზა დილამდე ისევ ჩაიკეტება. დილით კი, გზის აღდგენის სამუშაოები გაგრძელდება.

გარესამყაროს კვლავ მოწყვეტილი რჩება სამი სოფელი – დურაში, ტვიბი და საყდარი. დანარჩენ სოფლებთან მისასვლელი გზა გახსნილია.

მარგველიძის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა მუშაობას აგრძელებს.