სტიქიის გამო, ონის მუნიციპალიტეტში 2000-ზე მეტი ადამიანი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
სტიქიის გამო, ონის მუნიციპალიტეტში 2000-ზე მეტი ადამიანი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო, 2000-ზე მეტი ადამიანი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მათ შორის 1500 ადგილობრივი მცხოვრები, 500 მეტი კი დასასვენებლად ჩასული სტუმარია.

ქალაქ ონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის, ლევან შერაზადიშვილის ინფორმაციით, მათ საფრთხე არ ემუქრება.

გარესამყაროს მოწყვეტილ მოქალაქეებთან დაკავშირება ამ ეტაპზე მხოლოდ ტელეფონის საშუალებით არის შესაძლებელი.

სტიქიის ზონაში სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენს ელოდებიან. საჭიროების შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული ვერტმფრენით მოხდება სოფლებში მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების ჩატანა.

ამასთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რაჭაში ჯამში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი.

წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.