სტიქიამ დმანისის სოფლებში პრობლემები შექმნა

22:06, 21.08.2020

ძლიერმა სეტყვამ დმანისის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

დმანისის მერის, გიორგი ტატუაშვილის განმარტებით, დასეტყვილია 12 სოფელი და რაიონული ცენტრი.

მისივე თქმით, დაზიანებულია ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნაწილი.

ჯერ უცნობია, სტიქიის გამო დაზიანდა თუ არა საცხოვრებელი სახლები.

მსგავსი