სტიქია ქვემო სვანეთში - ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო [ვიდეო]

ქვემო სვანეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე მუხრამ სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

ასევე, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფლებში – დურასა და ესიერში, სადაც შიდა გზების დამაკავშირებელი ორი ხიდია წაღებული.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან ჩანასელიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მოსახლეობა დაზარალებული არ არის, თუმცა ნალექის გაგრძელების შემთხვევაში, საფრთხე დასახლებულ პუნქტს დაემუქრება.