სტინგი ევროკავშირს მიმართავს - ვერ ვეგუები, რომ გკარგავთ
სტინგი ევროკავშირს მიმართავს - ვერ ვეგუები, რომ გკარგავთ

ცნობილი ბრიტანელი მუსისკოსი სტინგი ბრექსიტის წინააღმდეგია. როგორც ის „ბლუმბერგთან“ საუბარში აცხადებს, იმედი აქვს, რომ ბრექსიტი არ შედგება, რადგან ეს „კატასტროფა“ იქნება გაერთიანებული სამეფოსთვის.

„არ მომისმენია ერთი ადეკვატური მიზეზი, რატომ არის ბრექსიტი კარგი იდეა და არის უამრავი მიზეზი, რის გამოც ეს არ უნდა გავაკეთოთ. მე პატრიოტი ინგლისელი ვარ, ბრიტანელი და მინდა, ჩვენ ვიყოთ ევროპის ნაწილი“, – აცხადებს ცნობილი მომღერალი.

მისივე თქმით, მან მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ბრიტანეთის მოქალაქეები ბრექსიტის გაუქმებას ითხოვდნენ. სულ ამ პეტიციას 5,8 მილიონმა ბრიტანელმა დაუჭირა მხარი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა პეტიცია არ დააკმაყოფილა.