სტერლინგმა, შესაძლოა „მანჩესტერ სიტი“ „მანჩესტერ იუნაიტედით“ შეცვალოს
„მანჩეტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩნდეს. გაზეთ „ინდეპენდენტის“ ინფორმაციით, „იუნაიტედი“ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას მოთამაშის გარშემო და მზად არის შესთავაზოს მას სარფიანი კონტრაქტი, თუ „სიტიდან“ წასვლას გადაწყვეტს.
სტერლინგის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი შეიძლება გახდეს „სიტის“ ორი წლით ჩამოშორება ევროტურნირებიდან.
მიმდინარე სეზონში სტერლინგმა 39 მატჩი ჩაატარა „სიტის“ რიგებში, 20 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა. მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.