სტეფანწმინდაში უბედურ შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა
სტეფანწმინდაში უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი დაიღუპა, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
დაღუპულები სავარაუდოდ ინდოეთის მოქალაქეები არიან.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი კვადროციკლით გადაადგილდებოდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცხედრების ამოსაყვანად ადგილზე მუშაობდა სამი სამაშველო ჯგუფი.