სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება 
სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობას მიმდინარე წლის ნოემბერში ასრულებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 1,500 000 ლარია.

სპორტული კომპლექსის დასრულების შემდეგ, სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ, კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. მშენებლობის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე ადგილზე გაეცნენ.

დატოვე კომენტარი