სტეფანწმინდაში რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა

11:57, 23.07.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სტეფანწმინდაში, მყინვარწვერიდან რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს.

1969 წელს დაბადებულ მამაკაცს მყინვარწვერზე (ზღვის დონიდან 4300 მეტრი) ლაშქრობისას მეხი დაეცა.

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი