სტეფანწმინდა-კობის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
სტეფანწმინდა-კობის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სტეფანწმინდა-კობის გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ზვავმა მანქანა ხევში გადააგდო.

„ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ერთი მანქანა გადავარდა ხევში. ერთი ქალბატონი ამოყვანილია უვნებლად. მამაკაცი, სავარაუდოდ, მძღოლი, ამოყვანილია ქვედა კიდურის დაზიანებით, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მესამე მგზავრი კი, სამწუხაროდ გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვლილის ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.

შემთხვევა კობის პირველ გვირაბთან მოხდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსმა, თემურ მონიავამ.

დატოვე კომენტარი