სტეფან დიუჟარიკი - გაერო მიესალმება ლიდერების მიერ ესკალაციის თავიდან აცილების მცდელობის ნებისმიერ ნიშნებს
სტეფან დიუჟარიკი - გაერო მიესალმება ლიდერების მიერ ესკალაციის თავიდან აცილების მცდელობის ნებისმიერ ნიშნებს

გაერო მიესალმება ნებისმიერ ნიშნებს, რომელიც მიუთითებს, რომ ლიდერები კონფრონტაციას დაშორდნენ და ესკალაციის თავიდან აცილებას ცდილობენ, – ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს პრესსპიკერის სტეფან დიუჟარიკის განცხადებაში.

„ყველა ჩვენგანის საერთო ვალდებულებაა, მთელი ძალისხმევა მივმართოთ სპარსეთის ყურეში ომის თავიდან აცილებისკენ“, – აღნიშნა დიუჟარიკმა.

„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ომის მიერ გამოწვეული საშინელი ადამიანური ტანჯვა. როგორც ყოველთვის რიგითი ხალხი ყველაზე მაღალ საფასურს იხდის“, – განაცხადა გაერო-ს წარმომადგენელმა.