სტეფან დიუჟარიკი - დონბასში ვერ ვხედავთ იმ პროგრესს, რის დანახვასაც ვისურვებდით
სტეფან დიუჟარიკი - დონბასში ვერ ვხედავთ იმ პროგრესს, რის დანახვასაც ვისურვებდით

დონბასში ჰუმანიტარული სიტუაცია იმის გამო არ უმჯობესდება, რომ კონფლიქტის დარეგულირების კუთხით პროგრესი არ არის, – ამის შესახებ განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა გააკეთა.

„ვერ ვხედავთ იმ პროგრესს, რის დანახვასაც ვისურვებდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე პროცესს კონფლიქტის რეგულირების მიმართულებით. მაგრამ ჰუმანიტარული სიტუაცია არ უმჯობესდება პოლიტიკური პროცესების არარსებობის გამო“, – განაცხადა დიუჟარიკმა.