სტატუსშეჩერებული სტუდენტების ნაწილმა სწავლის საფასურის გადავადების მოთხოვნით აქცია გამართა
სტატუსშეჩერებული სტუდენტების ნაწილმა სწავლის საფასურის გადავადების მოთხოვნით აქცია გამართა

განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ისინი პირველ ნომებრამდე გადასახადის გადავადებას მოითხოვენ. ამასთან, რამდენიმე სტუდენტმა აღნიშნა, რომ მათ სტატუსი თავისივე სურვილით შეიჩერეს, რადგან დისტანციური სწავლება არ აკმაყოფილებთ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ სრულყოფილი სწავლება სურთ, რაც უნივერსიტეტში სიარულს გულისხმობს. მათივე განცხადებით, ვიდრე გადაწყდება, რა რეჟიმში გაგრძელდება სასწავლო პროცესი, განათლების მინისტრს სწავლის საფასურის გადავადებას სთხოვენ.

აქციის ორგანიზატორი „სტუდენტური ომბუდსმენია“.