სტარტი გორში - 21-წლამდელები შესარჩევ ეტაპს იწყებენ
სტარტი გორში - 21-წლამდელები შესარჩევ ეტაპს იწყებენ

5 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. გია ცეცაძის გუნდი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტაინს უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩაატარა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ 21-წლამდე ნაკრებში შემდეგი შემადგენლობა გამოძახა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა).

მცველები: ნიკა მალი, ლუკა ლაკვეხელიანი (ორივე საბურთალო), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ილია ბერიაშვილი (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი);

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, თორნიკე ძებნიაური (ორივე – ლოკომოტივი), პაატა კიტეიშვილი, ლუკა სილაგაძე (ოირვე – რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჯგუფში ერთი მატჩი ზაფხულში ჩატარდა: ლიხტენშტაინმა შინ 1:0 მოუგო აზერბაიჯანს.