„სტანდარტ ენდ ფუარსი“ – კონკრეტული აქციონერების საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიება ბანკის ან მთლიანი სისტემისთვის ფართომასშტაბიანი პრობლემა არ გახდება
Standard & Poor's headquarters in the financial district of New York on August 6, 2011. The United States' credit rating was cut for the first time ever August 5 when Standard and Poor's lowered it from triple-A to AA+, citing the country's looming deficit burden and weak policy-making process. AFP PHOTO/Stan HONDA
კონკრეტული აქციონერების საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე გამოძიება ბანკისთვის ან მთლიანი სისტემისთვის ფართომასშტაბიანი პრობლემა არ გახდება, – საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ასეთია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსის“ (Standard&Poor’s) შეფასება.
უწყების ცნობით, კომპანია აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.
„სააგენტოს შეფასებით, კონკრეტული აქციონერების საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე გამოძიება ბანკისთვის ან მთლიანი სისტემისთვის ფართომასშტაბიანი პრობლემა არ გახდება. წმინდა სესხებისა და ვალდებულებების 40 პროცენტიანი წილით, „თიბისი ბანკი“ სისტემურად მნიშვნელოვანია. საბანკო სისტემა მყარ პოზიციებს ინარჩუნებს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, 13 აპრილს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ – Standard&Poor’s (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „ბიბი-“-ის (BB -) დონეზე დაადასტურა.