სტამბოლში წყალმოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
სტამბოლში წყალმოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სტამბოლში წყალმოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ქალაქში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. შედეგად დაიტბორა რამდენიმე დასახლება, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, ბაზრები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპული სწორედ ერთ-ერთ დატბორილ მიწისქვეშა გადასასვლელში იპოვეს. სტიქიამ დააზიანა ასევე ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილი – „გრანდ ბაზარი“.

წყალმოვარდნის გამო შეფერხებით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სრუტეზე ბორანით გადაადგილება დროებით შეაჩერა.