სტამბოლში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაკარგულად ითვლება, ევაკუირებულია ასობით ადამიანი
სტამბოლში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაკარგულად ითვლება.
მაშველებმა დატბორილი ტერიტორიებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
მედიის ცნობით, ეს ბოლო 83 წლის განმავლობაში ქალაქში ყველაზე ძლიერი წვიმა იყო.
სტიქიის გამო სტამბოლში სკოლები დაიხურა, უქმე დღე გამოცხადდა საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის.
თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლის მოსახლეობას მოუწოდა, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლში დარჩნენ, რადგან ხანგრძლივი ძლიერი წვიმების გამო ქალაქში წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხე კვლავ არსებობს.
როგორც მედია წერს, სტამბოლში უხვ ნალექს დღესაც ელოდებიან.