სტამბოლში უამინდობის გამო, საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი რეისი დაგვიანებით შესრულდა
სტამბოლში უამინდობის გამო, საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი რეისი დაგვიანებით შესრულდა

სტამბოლში უამინდობის გამო, საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი რეისი დაგვიანებით შესრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯიას“ პრესამსახურში ადასტურებენ. მათივე თქმით, თბილისის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, აღნიშნულ რეისის დაგვიანების მიზეზი კი სტამბოლში ძლიერი ქარი გახდა.

პირველი არხი ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსსაც“ (Turkish Airlines) დაუკავშირდა, რომელიც ფრენას ახორციელებს, თუმცა კომპანიაში დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.