სტამბოლში თურქეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა
სტამბოლში თურქეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

სტამბოლში თურქეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ტასი“ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ  დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

მოლაპარაკებებში თურქეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ხელმძღვანელობდა.

აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უძღვებოდა, დელეგაციაში ასევე შედიოდნენ თურქეთში აშშ-ის ელჩი და უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.

უკრაინის დელეგაციას წარმოადგენდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.

ამასთან, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა სტამბოლში ადგილობრივი დროით 12:30 საათზე, საქართველოს დროით კი 13:30 საათზეა დაგეგმილი.

რუსეთის დელეგაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ მისულა.