სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის სამი სართული ჩამოინგრა, ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი, კიდევ რამდენიმე, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი

11:06, 08.10.2026

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაშავებულია სამი ადამიანი. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

შემთხვევა დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:40 საათზე მოხდა.

შენობის პირველი სამი სართული ჯერჯერობით უცნობი მიზეზით ჩამოიშალა.

ადგილზე მეხანძრეები, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 56 მანქანა და 175 მეხანძრე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნანგრევებში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდეს.

შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. უსაფრთხოების გამო შენობის მიმდებარე ქუჩები დროებით გადაიკეტა.

მსგავსი