სტამბოლში რუსული და ამერიკული დელეგაციების მოლაპარაკებები იმართება

11:15, 10.04.2025

სტამბოლში, რუსეთის გენერალურ საკონსულოში რუსული და ამერიკული დელეგაციების მოლაპარაკებები იმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მოლაპარაკებების დაწყება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე იყო ჩანიშნული.

მოლაპარაკებებზე მოსკოვს აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი წარმოადგენს, ვაშინგტონს – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოულტერი. დელეგაციების შემადგენლობაში არიან ორი ქვეყნის საგარეო უწყებების თანამშრომლები.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ არის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები ან უკრაინის საკითხი. უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-რუსეთის საელჩოების ფუნქციონირებას ეხება.

მსგავსი