სტამბოლში ქარიშხლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
სტამბოლში ქარიშხლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა

სტამბოლში ქარიშხლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ.

წაქცეულია ხეები და ათეულობით შენობას სახურავი აქვს ახდილი.

ქარიშხლის გამო ბოსფორის სრუტეში გემების მიმოსვლა დროებით შეწყდა, ამავე მიზეზით სტამბოლის აეროპორტში რამდენიმე რეისის მიღება ვერ შეძლეს.

სტიქიის დროს ქარის სიჩქარე სტამბოლში 129 კმ/სთ-ს აღწევდა.

დატოვე კომენტარი