სტამბოლში პოლიციასა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
სტამბოლში პოლიციასა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

სტამბოლში პოლიციასა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ქალაქის ცენტრში გამართულ დემონსტრაციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.

აქციამდე ერთი დღის ადრე, სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ არ დაუშვებდა მსვლელობებს, საპროტესტო აქციებს ან მედიისთვის განცხადებებს სტამბოლის ტაქსიმის მოედნის მიმდებარედ.