სტამბოლში, მარმარილოს ზღვაში ვერტმფრენი ჩავარდა

სტამბოლში, მარმარილოს ზღვაში ვერტმფრენი ჩავარდა, – ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, მფრინავი და მგზავრი. ისინი ზღვიდან თვითმხილველებმა და მაშველებმა ამოიყვანეს. ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთი გადარჩენილის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი მონაცემებით, ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა, მეტეოროლოგიური პირობები გამხდარიყო. ვერტმფრენი თურქულ კერძო კომპანიას ეკუთვნოდა.