სტამბოლში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქორწილებისა და სხვა ცერემონიების დახურულ სივრცეში გამართვა აიკრძალა
სტამბოლში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქორწილებისა და სხვა ცერემონიების დახურულ სივრცეში გამართვა აიკრძალა

სტამბოლში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქორწილებისა და სხვა ცერემონიების დახურულ სივრცეში გამართვა აკრძალეს. ამასთან, სტამბოლის გუბერნატორის ოფისში განაცხადეს, რომ ღია სივრცეებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების დასწრება შეიზღუდება.

სტამბოლის გუბერნატორმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თურქეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში ვირუსით გარდაცვლილთა ყველა მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში თურქეთში „კოვიდ-19“-ს 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა კორონავირუსის 1 549 ახალი შემთხვევა.