სტამბოლში ხიდი და ანკარაში სასტუმროს შენობა საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს
სტამბოლში ხიდი და ანკარაში სასტუმროს შენობა საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თურქეთში, სტამბოლში ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ფოტოს სოციალური ქსელში ინტერნეტმომხმარებლები ავრცელებენ.

ამასთან, თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს ვიდეოს და ინფორმაციას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით ანკარაში, სასტუმრო შერატონის შენობაზე გამოსახულია საქართველოს დროშა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით ანკარაში, სასტუმრო შერატონის შენობაზე გამოსახულია საქართველოს დროშა #26May #ესდღეჩვენია #Georgia100 #IndependenceDayGeorgia

Posted by Embassy of Georgia to the Republic of Turkey on 2018 წლის 26 მაისი, შაბათი