სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მახლობლად შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მახლობლად შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მახლობლად შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, პოლიციასა და შეიარაღებულ პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ორი თავდამსხმელი მოკლეს, მესამე კი დააკავეს. ორმხრივი სროლის შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები გრძელლულიან იარაღს ატარებდნენ.

შენობის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია.