სტამბოლში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 42 უცხოელი დააკავეს
სტამბოლში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 42 უცხოელი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ჩატარებული რეიდების დროს ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 42 უცხოელი დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია სტამბოლის 12 რაიონში ჩატარდა.

სხვადასხვა მისამართზე ჩხრეკის დროს ამოღებულია ციფრული მასალები და დოკუმენტები.

ეჭვმიტანილებს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ბრალი წაუყენეს.

დაკავებულებს ტერორისტული აქტის მომზადებაშიც ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ვანის პროვინციაში პატიმრობა შეუფარდეს ტერორიზმში ეჭვმიტანილ შვიდ პირს, რომლებიც 2017 წლის 28 დეკემბერს დააკავეს.