სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

16:03, 26.09.2019

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,8 მაგნიტუდა შეადგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სტამბოლის სამხრეთ დასავლეთით, ზღვაში 7 კილომეტრის სიღმერში იყო.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მსგავსი